ინტელის ტრენინგის რეფლექსია
ტრენინგის პირველი დღე:
ტრენინგის პირველი დღე წარიმართა მეტად საინტერესოდ.
შევქმენით საქაღლდეები, დავარქვით მათ სახელები, ჩამოვტვირთეთ გეგმის შაბლონი. გავეცანით, თუ რას წარმოადგენდა 21-ე საუკუნის უნარჩვევები.
შევქმენით ბლოგი, დავარქვით მას სახელი "ინტელის პროექტი".
ტრენინგის მეორე დღე:
ტრენინგის მეორე დღეს საინტერესოდ წარიმართა. ჩამოვტვირთეთ ბუკლეტის შაბლონი და შევავსეთ, ჩავსვით სურათები და გარკვეული ინფორმაცია. ეს პროცესი ყველას ძალიან მოგვეწონა. ამას აუცილებლად დავნერგავ ჩემს პრაქტიკაში.
ტრენინგის მესამე დღე:
წარიმართა აგრეთვე საინტერესოდ ,ბევრად შრომატევადი იყო ვიდრე წინა დღეების ტრენინგები,გასაგები იყო ჩემთვის. მადლობა ამისთვის ქალბატონ მარეხის.
ტრენინგის მეოთხე დღე:
ტრენინგის მეოთხე დღე წარიმართა საინტერესოდ.ვიმუშავეთ სტანდარტებზე,მიზნებზე და მიმართულების მიმცემ კითხვებზე და გადავიტანეთ მოსწავლის ბუკლეტში.ეს პროცესი ყველას ძალიან მოგვეწონა.
ტრენინგი წარიმართა საინტერესოდ,შევავსეთ ბუკლეტი და მოვახდინეთ პრეზენტაცია.მადლობა ქალბატონ მარეხის.
ტრენინგის მეექვსე დღე:
ტრენინგი წარიმართა მეტად საინტერესოდ.გავეცანით შეფასების გეგმას,გადავხედეთ სასწავლო პროექტს,ასევე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს.
ტრენინგის მეშვიდე დღე:
ტრენინგის მერვე დღე:
განვიხილეთ ეროვნული საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სტანდარტები, ასევე ფასილიტაციის რესურსების შემუშავება, ფასილიტაციის მასალების შექმნა და წარმატებული სასწავლო პროცედურების დასრულება.მადლობა ქალბატონ მარეხის.
ტრენინგის მეცხრე დღე:
ტრენინგის მეცხრე დღე-ტრენინგის შეჯამებაა.გავიმეორეთ შესწავლილი მასალა. გავეცანით Drive-დან ბლოგზე გაზიარებულ, ჩვენ მიერ დასრულებულ სასწავლო პროექტების გეგმების დასრულებულ ვარიანტებს..ვნახეთ პროექტის ფარგლებში მომზადებული პრეზენტაციები (მოსწავლის ნიმუშები).კრიტიკულად განვიხილეთ ნამუშევრები. გაიმართა დისკუსია,გამოითქვა მოსაზრებები,მითითებები.ვისაუბრეთ დადებით მხარეებსა და ხარვეზებზე.Intel-ის ტრენინგი იყო საინტერესო. ვფიქრობ, რომ მსგავსი ტრენინგებით მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება სწავლა/სწავლების პროცესს გააუმჯობესებს.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ მარეხს!
Comments
Post a Comment